ახალი ამბები
ხანძარი ქუთაისში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მეპატრონის თქმით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე სამი ბოთლი შეაგდო, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 100 კვ.მეტრი ფართი.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია.

ქუთაისიპოსტი დამატებით ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან უახლოს პერიოდში მოგაწვდით.


Print