ახალი ამბები
"ქუთაისს სჭირდება პროფესიონალური როიალი"- ნიკოლოზ რაჭველი
FaceBook
კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა, რომელიც ქუთაისში ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის კონცერტზე იმყოფება, ქალაქში პროფესიონალური როიალის საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია კლასიკური მუსიკის ქალაქს პროფესიონალური ინსტრუმენტი ჰქონდეს.

"წლიდან წლამდე ხელისუფლება იცვლება და ჩვენც ყველას ვეუბნებით ერთი და იგივეს, რომ ქუთაისს სჭირდება პროფესიონალური როიალი, თუმცა, ჩამოვდივარ და ისევ ძველი როიალი მხვდება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა დასჭირდა დღეს ვალერიანს, რომ მიეღწია იმ ჟღერადობისთვის, რითიც ის ასე ცნობილი და აღიარებულია" -განაცხადა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა.

მაღალი დონის როიალის საჭიროებაზე ისაუბრა ვალერიან შიუკაშვილმაც. პიანისტის თქმით, ქალაქისთვის ასეთი ინსტრუმენტი აუცილებელია.

ვალერიან შიუკაშვილი კლასიკური მუსიკის საღამოს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში  მართავს.
Print