ახალი ამბები
"ვერ დაველოდებით გამოძიების შედეგებს "- თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა შეიცვლება
FaceBook
თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა შეიცვლება. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერია ვერ დაელოდება გამოძიების შედეგებს და სამუშაოებს გამარტივებული წესით შესყიდის.

"ორმაისობის დღესასწაულისთვის ხიდზე დაზიანება უნდა იყოს გამოსწორებული, ამიტომ ვერ დაველოდებით გამოძიებას ", - განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

მისივე  თქმით, მინის შეცვლის უფლება კომპანია "ალმა რუსს " , რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ხარვეზებით ჩაუტარა, აღარ ექნება. ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე მინა ოთხი თვის წინ დაზიანდა. მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ მინა ბავშვებმა დააზიანეს.

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ორ დღეში  ხიდზე ლითონის ფილები დაზიანდა.

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს.

Print