ახალი ამბები
დატბორილი გზა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ რამდენიმე დღეა წყლის მილია დაზიანებული. დატბორილია გზა, რომლითაც მოსწავლეები და მშობლები სარგებლობენ.

მათი თქმით, ქუჩაზე გადასვლას ვერ ახერხებენ და შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება. 



"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, რომ მილის დაზიანების შესახებ მათთვის ორი დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა, სწრაფი რეაგირება იმის გამო ვერ მოახდინეს, რომ  მსგავსი გამოძახება ქალაქში ბევრია.

კომპანიაში ამბობენ, რომ  ადგილზე შესაბამისი ჯგუფი გავა და დაზიანებული მილი დღის ბოლომდე შეკეთდება.

Print