ახალი ამბები
რუსეთი ოკუპანტია - ქუთაისელი დიზაინერის პროტესტი (ფოტო)
FaceBook
"რუსეთი ოკუპანტია" - სოციალურ ქსელში ამ წარწერის ჩანთის ფოტო გამოჩნდა. ჩანთა ქუთაისელმა დიზაინერმა ელისო გეგნავამ დაამზადა.

მისი თქმით, დიდი ხანია ამ ჩანთის დამზადების იდეა ქონდა, თუმცა მხოლოდ ახლა განახორციელა.




ამის მიზეზი პროტესტის გამოხატვა და შეხსენების სურვილი იყო.

"თითქოს პასიური გახდა ეს თემა. მინდოდა ჩემი პროტესტი გამომეთქვა ამ პასიურობის და თავად ოკუპაციის მიმართაც", - აღნიშნა ელისო გეგენავამ.

დიზაინერმა მხოლოდ ერთი ჩანთა დაამზადა, თუმცა აპირებს კიდევ შექმნას, რადგან ბევრი შეკვეთა მიიღო.

ელისო გეგენავა ოკუპაციის თემაზე სხვა აქცია- პერფორმანსების გაკეთებასაც გეგმავს.

"მავთულხლართებთან მინდა ფოტოსესიის გაკეთება ფოტოგრაფ არჩიკო გეგნავასთან ერთად. ფოტოსესია 26 მაისამდე მინდა მოვასწრო. 26 მაისს პერფორმანსის გაკეთებას ვაპირებ ქალაქში", - ამბობს ელისო გეგენავა.

ელისო ბიჭის აქსესუარების და ბროშების დამზადებასაც აპირებს ოკუპაციის თემაზე.


Print