ახალი ამბები
პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა "სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი"  მეორე მოსმენით, 105 მომხრე, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი იქნება. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის დამრღვევს 300 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის  შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონტროლი პატრულის თანამშრომლებს დაევალებათ.

უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის, ორსულისა და შშმ პირის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 800 ლარია, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალურს შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ლახავს მის ღირსებას, ქმნის მისთვის მტრულ და დამამცირებელ გარემოს.

კანონპრტოექტში განმარტებულია რას გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქცევა. კანონპროექტის ავტორები ამაში გულისხმობენ სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმას ან მიმართვას, ასევე, პირისთვის გენიტალიების ჩვენებას.

ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე კანონს ეხება. ცვლილებები შევიდა შრომის, ორგანულ, სამოქალაქო და სამართალდარღვევათა კოდექსში.

შრომის კოდექსის მე-13 მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე თანამშრომლების მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფას  ავალებს. 



Print