ახალი ამბები
ფრანგი მილიარდერი 100 მილიონ ევროს გაიღებს ნოტრ-დამის აღსაღდგენად
FaceBook
ამ წუთებში ჟურნალი "ფიგარო" და გაზეთი "ვაშინგტონ თაიმსი" საფრანგეთის უმდიდრესი ოჯახის განცხადებას ავრცელებს. ის საფრანგეთის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ ცეცხლისგან განადგურებული პარიზის სიმბოლოს აღსადგენად 113 მილიონ დოლარს (100 მილიონ ევროს) გადაიხდის.

"მამაჩემმა და მე გადავწყვიტეთ დაუყონებლივ გავიღოთ თანხა "არტემის ფონდიდან" 100 მილიონი ევროს ოდენობით, რომ მივიღოთ მონაწილეობა ნოტრ-დამის სრულ რეაბილიტაცია-აღდგენაში" - ამბობს ფრანსუა ჰენრი პინოლტი თავის განცხადებაში.

შვილი პინოლტი გახლავთ თავმჯდომარე კერინგ-ჯგუფისა, რომელიც ფლობს გუჩისა და სენტ ლორენტის კომპანიებს. ის აგრეთვე გახლავთ პრეზიდენტი არტემის-ჯგუფისა, იმ ფრანგული კომპანიისა, რომლის მფლობელობაშია კრისტის აუქციონ-სახლები.

როგორც კი ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა პარიზის გულში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეროვნული კამპანია დააანონსა საქველმოქმედო მარათონის დასაწყებად.

"ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს, იმიტომ რომ ესაა ფრანგების მოლოდინი, ესაა რასაც ჩვენი ისტორია იმსახურებს, იმიტომ რომ ასეთია ჩვენი ბედი" - განაცხადა მაკრონმა.

ხანძარი, რომელიც ორშაბათ საღამოს გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, მეხანძრეების შვიდსაათიანი ბრძოლის შემდეგ კონტროლს დაექვემდებარა.

ტაძრის სიმდიდრე, როგორიცაა - ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, ლურსმანი რომლითაც დააჭედეს უფალი, ჯვარცმის ჯვრის ნაწილი - გადაარჩინეს. 









Print