ახალი ამბები
გია თევდორაძე რეორგანიზაციაზე - ბავშვებს ნუ გადააყოლებენ პოლიტიკას
FaceBook
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების საბავშვო ფილიალებში რეორგანიზციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგაიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია თევდორაძის განმარტებით, საბავშო ბაღებში რეორგანიზაცია და გამგეების გათავისუფლება პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
მისივე თქმით, ახალი წესდება, რომლის თანახმადაც ბრძანების საფუძველზე გამგეების გათავისუფლება მოხდა თვალით არავის უნახავს.
"არ ვიცი, რას ემსახურება ეს რეორგანიზაცია გარდა იმისა, რომ ეს არის კონკრეტული სახელებისა და გვარების ჩანაცვლება სხვა სახელებითა და გვარებით. ასევე, ის, რომ 5 ფილიალს ერთი ზედამხედველი, ანუ მაყურებელი ეყოლება, ეს არ არის მისაღები მაშინ ვინ იზრუნებს ბავშვების უსაფრთხოებაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი," - განაცხადა გია თევდორაძემ.
თევდორაძე მოუწოდებს ადგლობრივ მთავრობას რომ ბავშვებს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას პოლიტიკას ნუ გადააყოლებენ. 
თეკლე მორგოშია 
Print