ახალი ამბები
ქუთაისში ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დაიდგმება
FaceBook
ქუთაისში ქართველი პოეტების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დაიდგმება. სად განთავსდება ძეგლები,  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ ადგილად ციფერყანწელთა ქუჩა განიხილება. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ადგილის შერჩევა  და ზუსტდება ხარჯთაღრიცხვა.

პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ განათლება ქუთაისში მიიღეს.

ქუთაისშივე, თანამოაზრეებთან ერთად დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება "ცისფერი ყანწები" და გამოსცემდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალს, სადაც იბეჭდებოდა ორდენის წევრთა შემოქმედება.  ახალგაზრდა პოეტები და მწერლები თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურასაც.

პროდასავლური მისწრაფებების გამო, 1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა, მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.

პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

Print