ახალი ამბები
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის, იმერეთის რეგიონში, 15 აპრილს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 0 იქნება.

"16 აპრილიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები იწყებს შემოსვლას, ამიტომ 21 აპრილის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში წვიმებს პროგნოზირებენ. 17-19 აპრილს მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში არ გამორიცხავენ თოვლსაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 20 აპრილის ჩათვლით დაბლობ რაიონებში დაიკლებს განსაკუთრებით და 12-დან 14 0-მდე იქნება. ნალექის ინტენსივობა 18-19 აპრილს შემცირდება. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარიც გაძლიერდება.
Print