ახალი ამბები
ქუთაისში მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ფოთის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ, წყლის ჩამკეტ ფარზე ჩარჩენილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი.

Print