ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღების გამგეების თანამდებობა გაუქმებულია
FaceBook
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების საბავშვო ბაღების ფილიალებში გამგეების თანამდებობა გაუქმებულია, რის გამოც ფილიალის გამგეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების იურისტის, რამაზ იობიძის განმარტებით, გამგეების გათავისუფლება ააიპში განხორციელებულმა სტრუქტრულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია.
"მოხდა ახალი წესდების შემუშავება, რის მიხედვითაც გაუქმებული არის გამგეების პოზიციები და სწორედ ამან გამოიწვია მათი გათავისუფლება", - ამბობს რამაზ იობიძე.
მისივე თქმით, იმ დროისათვის, როცა სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება მოხდა, საბავშო ბაღის ორი ფილიალის გამგე (#10 და #13 საბავშვო ბაღები) დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდნენ. იურისტის განმარტებით, ამ მიზეზის გამო ისინი სხვა პოზიციებზე იქნენ გადაყვანილი.
ქუთაისიპოსტი
Print