ახალი ამბები
წყალტუბოელმა იაკობ ქაჯაიამ რუსი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოელი სპორტსმენი, იაკობ  ქაჯაია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჩემპიონატზე,   ქაჯაიამ რუსი მსოფლიო ჩემპიონი, სერგეი სემიონოვი, ანგარიშით 3:2  დაამარცხა. 

ამ შედეგით მან   ფინალის საგზური მოიპოვა.



რუს მეტოქესთან შეხვედრამდე, წყალტუბოელმა სპორტსმენმა  უკრაინელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა.

ქართველ სპორტსმენს ფინალში კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი,  თურქი რიზა კაია ელის.

Print