ახალი ამბები
ქუთაისში დაკარგული გოგონა იპოვეს
FaceBook
ქუთაისში დაკარგული ეთო ონიანი ცოცხალია.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ში უთხრეს. თუმცა, უწყების ინფორმაციით, გოგონას ადგილსამყოფელი პოლიციაში ჯერ არ იციან.

ეთო ონიანის ახლობელი, მარიამ თავაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომ გოგონა ცოცხალი და უვნებელია.

გოგონას ახლობლებმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც საზოგადოებას დაკარგული ეთო ონიანის შემჩნევის შემთხვევაში მათთვის შეტყობინებას ითხოვდენენ. თუმცა, მათ მოგვიანებით პოსტები აიღეს.

"ქუთაისში გვჭირდება დახმარება. ვეძებთ ეთოს, ნებისმიერი ინფორმაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეთოსთვის და დედამისისთვის, რომელიც განადგურებული და მკვდარია! გთხოვთ თუ ვინმემ დაინახეთ დღეს 12 საათიდან მოგვწეროთ, დაგვეხმარეთ, დარეკეთ 112-ზე ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდებისთვის", - წერდა თავის ფეისბუქ გვერდზე მარიამ სირბილაძე.

მანამდე გოგონამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელმაც ახლობლებისა და მეგობრების შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნული პოსტი მან მოგვიანებით წაშალა.
Print