ახალი ამბები
ქუთაისში სააღდგომოდ სასაფლაოების მისასვლელ გზებს აწესრიგებენ
FaceBook
ქუთაისის 13-ივე საქალაქო სასაფლაოზე, დასუფთავების სამუშაოები  მიმდინარეობს.

სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ  ორგანიზაციაში შპს "ქართული ტრადიციები 2011"  ამბობენ, რომ აღდგომამდე ყველა სასაფლაო მოწესრიგდება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისასვლელი გზის პრობლემა მოიხსნა ავანგარდის სასაფლაოზე, სადაც ორმოულად დაზიანებულ გზებზე წყლის გუბეები გროვდებოდა. 

,,ამოივსო გზები, სადაც ამ დრომდე გადაადგილების პრობლემები იქმნებოდა," - ამბობს შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" - ის დირექტორი ირაკლი სარიშვილი. 

ამავე სამუშაოების პარალელურად, ეფექტურად მუშაობს საოჯახო სასაფლაოების დასუფთავების ფასიანი (ნებაყოფლობითი) პროექტი, რომლის მიხედვითაც მთელი წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისი ( 1 წელი-60 ლარის ღირებულება) მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი წლის განმავლობაში სასაფლაო იყოს მოწესრიგებული და დასუფთავებული მაღალი ხარისხით.

შპს ,,ქართული ტრადიციები 2011 ის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სასაფლაოებზე ნუ დაყრიან  ნაგავს  და ნარჩენები  სპეციალურ ურნებში მოათავსონ. 


Print