ახალი ამბები
ქუთაისში გოგონას ეძებენ
FaceBook
ქუთაისში ოჯახის წევრები და მეგობრები ახალგაზრდა ქალს ეძებენ.
გოგონას შემჩნევის შემთხვევაში ახლობლები მათთან დაკავშირებას ითხოვენ. "ქუთაისში გვჭირდება დახმარება. ვეძებთ ეთოს, ნებისმიერი ინფორმაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეთოსთვის და დედამისისთვის, რომელიც განადგურებული და მკვდარია! გთხოვთ თუ ვინმემ დაინახეთ დღეს 12 საათიდან მოგვწეროთ, დაგვეხმარეთ, დარეკეთ 112-ზე ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდებისთვის", - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე მარიამ სირბილაძე.

მანამდე გოგონამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელმაც ახლობლებისა და მეგობრების შეშფოთება გამოიწვია.
Print