ახალი ამბები
150 ათასამდე ლარი სკვერის მოსაწყობად - ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობა ორ ობიექტზე, სულხან საბას გამზირზე და ავტომშენებლის ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღები აშენდა, სკვერების მოსაწყობად ტრენდერს აცხადებს.

ქუთაისის მერია დასასვენებელი სკვერების მოსაწყობად 145 702 ლარის დახარჯვას გეგმავს. ადგილობრივი თვითმმართველობა ორ ობიექტზე, სულხან საბას გამზირზე და ავტომშენებლის ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღები აშენდა, სკვერების მოსაწყობად ტრენდერს აცხადებს. მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერზე წინადადების მიღება 21 აგვისტოს იწყება.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია კეთილმოწყობითი სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 35 დღეში დაასრულოს.
Print