ახალი ამბები
"ცოცხალი კედელი" - ავანგარდის სასაფლაოზე (ფოტო)
FaceBook
ავანგარდის სასაფლაოს გარე პერმეტრზე ცენტრალური გზის გასწვრივ ე.წ. ცოცხალი კედელი მოეწყო.

საუბარია, მწვანე მცენარეების საფარით მოწყობის მიზეზად მოსახლეობის მოთხოვნა სახელდება. 



,,მოსახლეობამ მოითხოვა რომ სასაფლაო შენიღბული და დასახლებისგან განცალკავებული ყოფილიყო," - ამბობს შპს ,,ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელი ირაკლი სარიშვილი.

გარდა ამისა შპს ,"ქართულ ტრადიციების" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სასაფლაოს ცოცხალი და ლამაზი ღობე საპილოტე მცდელობაა, სასაფლაოს ახალი ინფრასტრუქტურის საწყისი ეტაპისათვის.

''ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტების კონსულტაციების შემდეგ, დაირგო ფოტინიების მწვანე კედელი. 10 წელია რაც, ეს მცენარე გახდა "ბეტსელერი" ევროპული ქალაქების ქუჩების და ბაღების ნარგავებს შორის. ყველას მოსწონს მისი ფოთლების ფერისცვალობა. მცენარე არაჩვეულებრივად იკრიჭება და ქმნის ულამაზეს, კომპაქტურ ცოცხალ ღობეებს," - აცხადებენ შპს ,,ქართულ ტრადიციების" ადმინისტრაციაში.

მცენარეების დარგვისათვის დაახლოებით 40 ათას ლარამდე დაიხარჯა. 



Print