ახალი ამბები
"საღორიის ტყე ხმება, ქალაქი რჩება ფილტვების გარეშე" - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, საღორიის ტყეშო ასაკოვანი ხეების, დააახლოებით, 70% გამხმარია.

ამის შესახებ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ გამართულ დისკუსიაზე ეკოლოგმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები"-ს წევრმა, თეიმურაზ კეპულაძამ ისაუბრა. მისი თქმით, მრავალწლოვანი ხეების გახმობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის, შეიძლება იყოს ასაკი, დაჭაობება და საავტომობილო გზა. 

"ძალიან რთული მდგომარეობაა ამჟამად საღორიის ტყეში, მაგრამ რადგან შემოდგომაზე სატყეო დეპარტამენტმა ორ ჰექტარ ნახევარზე მუხისა და იფნის 10 000  ნერგი გააშენა იმედი მაქვს, რომ ზაფხულს და გვალვებს კარგად გადაიტანს და პრობლემა გადაიჭრება", - ამბობს თეიმურაზ კეპულაძე. 

"საღორიის ტყე ხმება, ქალაქი რჩება ფილტვების გარეშე. ქუთაისს მალე ყველა უბედურებასთან ერთად ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, რასაც ჰქვია ჰაერის ძაან უკიდურესად დაბინძურება", - ამბობს "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია. 

სატყეო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტყის გახმობა რეალურად არ ხდება და ტერიტორიაზე სანიტარული ჭრა მიმდინარეობს, რომელიც ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

"იჭრება მავნებლით დაზიანებული ხეები, რომლის ჩანაცვლება ხდება ახალი ნერგებით", - განმარტავენ დეპარტამენტში.

ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ე.წ "საღორიის" ტყეს დაახლოებით 360 ჰა ფართობი უჭირავს. მას ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. ტყეში იმერული მუხის გარდა გავრცელებულია ფიჭვი, ევკალიპტი, იფანი და რცხილა.


ამავე თემაზე:

საღორიის ტყეში მუხის ხეები ხმება (ფოტო)
Print