ახალი ამბები
"სასმელ წყალს მატლები მოყვება" - ბაღდათში მოსახლეობა აქცია გამართა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფერსათში მოსახლეობა დაბინძურებულ სასმელ წყალს აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, ახალი წყალი ექვსი თვეა რაც შეუყვანეს და პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. მანამდე ძველი წყალი მხოლოდ ერთი საათით მოდიოდა.

"სასმელ წყალს მატლები მოყვება  მეექვსე თვეა უკვე სასმელად დაბინძურებული წყალი მოდის. წურბელები და ტალახიც მოჰყვება და ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებოდ ვიყენებთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

პრობლემის მიზეზად ადგილობრივები რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ. მათ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება სთხოვეს. წყლის სინჯები უკვე აიღეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
Print