ახალი ამბები
მოქალაქეებს ქოთანში ჩარგული ბზის შეძენისკენ მოუწოდებენ
FaceBook
გარემოს დაცის სამინისტრომ კამპანია ,,ნუ მოჭრი ბზას" გააქტიურა.

კამპანიის მიზანია მოსახლეობამ ბზობის დღესასწაულისთვის მცენარე ქოთანში ჩარგული იყიდონ და არა დამტვრეული ტოტების სახით. 

,,ჩარგული ბზა უფრო ლამაზია და ასე მცენარე კი არ გადაშენდება, არამედ გავრცელდება," - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. 

იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოიპოვებს, სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები: ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", – აცხადებენ სამინისტროში.

კოლხური ბზა წითელ წიგნში დაცული მცენარეა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ფაროსანამ ნაწილობრივ გაანადგურა.

Print