ახალი ამბები
ქართველმა სტუდენტებმა ტალინში 9 აპრილი აღნიშნეს
FaceBook
ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების, მათ შორის ქუთაისელი სტუდენტების, ორგანიზებით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
"ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის თავზე, ტალინში, თავისუფლების მოედანზე, მშვიდობიანი შეკრება ჩავატარეთ და ახალგაზრდებმა პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავი გასწირეს", - ამბობს ტალინში მცხოვრები ქუთაისელი სტუდენტი, ვახო კაჩუხაშვილი. 

9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს გაუზიარეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა კავშირის ზეგავლენის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში, საბოლოოდ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წლის 9 აპრილს.

შეკრებილმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო სანთელი დაანთეს დაღუპულთა მოსაგონებლად. მათ ვიდეო და ფოტო გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც სამ ენაზე იყო მომზადებული. შეკრების ბოლოს სტუმრებმა საქართველოს ჰიმნიც იმღერეს.
Print