ახალი ამბები
ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
FaceBook
ქუთაისში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებმა 30 წლის წინანადელი მოვლენები გაიხსენეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

1898 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რუსული ჯარი სასტიკად გაუსწორდა.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სასანგრე ბარები, ქიმიური საშუალებები და იარაღი გამოყენეს.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა  16 წლის ეკა ბეჟანიშვილი და თამარ ჭოველიძე იყვნენ.

დემონსტრანტების დარბევის გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა ერთობლივად შეიმუშავეს.

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.



Print