ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
FaceBook
9 აპრილის ტარგედიიდან 30 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რუსული ჯარი სასტიკად გაუსწორდა.

დემონსტრანტების წინააღმდეგ  სასანგრე ბარები, ქიმიური საშუალებები და იარაღი გამოყენეს.

რუსთაველის გამზირზე ტანკებით შემოსული ჯარის ორლესულ ნიჩბებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის  ყველაზე ახალგაზრდები  16 წლის ეკა ბეჟანიშვილი და თამარ ჭოველიძე იყვნენ.

დემონსტრანტების დარბევის გადაწყვეტილება ამიერკავკასიის  ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა,  ჯუმბერ პატიაშვილმა ერთობლივად შეიმუშავეს. 

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ,  საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.   
Print