ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-დან 30 0-მდე დათბება.

"10 აპრილის დღის მოერე ნახევრიდან 12 აპრილის ჩათვლით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ცვალებადი მიმართულების ქარით, ჰაერის ტემპერატურა 3-5 0-ით დაიკლებს. სანაპირო რაიონებში 15-დან 22 0-მდე იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აპრილიდან კვლავ გამოიდარებს.

Print