ახალი ამბები
ქათმის ფილე სეზამით - მარტივი და გემრიელი სადილისთვის
FaceBook
ქათმის ფილე სეზამით აზიური სამზარეულოს გამორჩეული კერძია.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს, რომლითაც ოჯახის წევრებს უცხო და გემრიელლი საჭმლით გაანებივრებთ.

ინგრედიენტები: 


500 გრ. ქათმის ფილე

3-4 ს.კ სოიოს სოუსი

2 ს.კ თაფლი 

2 ს.კ ლიმნის წვენი

2 ს.კ ზეითუნის ზეთი 

ჯინჯერი - ნახევარი ჩ.კ. (გახეხილი) 

2 ს.კ -  კარაქი 

2 ს.კ - სეზამის მარცვლები 

5-7 ღერი -   მწვანე ხახვი 



მომზადების წესი :

ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად და ჩავყაროთ ჯამში. მოვასხათ სოიოს სოუსი, თაფლი, ლიმნის წვენი, ზეთი, მოვახეხოთ ცოტაოდენი ჯინჯერი (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი) და მოვურიოთ.  ქათმის ფილე ამ სოუსში 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს. დამარინადებული ქათმის ფილე ტაფაზე  ცოტაოდენ ზეთთან ერთად ორივე მხრიდან კარგად დავბრაწოთ, ხოლო სოუსი, რომელშიც ფილე დავამარინადეთ შევინახოთ. შემწვარი ქათმის ფილე თეფშზე გადავიტანოთ.  
ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავამატოთ გადანახული მარინადის სოუსი. წამოვადუღოთ და ჩავაწყოთ დაბრაწული ქათმის ფილის ნაჭრები. როცა წვენი ამოშრება გადმოვიტანოთ ჯამზე დავამატოთ მარილი გემოვნებით. მოვრთოოთ სეზამის მარცვლებით და დაჭრილი მწვანე  ხახვით.

მიირთვით გემრიელად
Print