ახალი ამბები
ქუთაისის მერია ორმაისობის დღესასწაულისთვის 80 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ორმაისობის აღსანიშნავად  მზადება დაიწყო. წელს,  ქალაქის დღესასწაულზე 80 000 ლარი დაიხარჯება.

მერიამ უკვე გამოაცხადა  16 700 ლარიანი ტენდერი გალა-კონცერტისთვის სცენის, გახმოვანებისა და განათების  მომსახურების შესასყიდად.

გალა-კონცერტი წელსაც, ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება და ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდება.

ჯერჯერობით,  უცნობია წელს რა ღონისძიებებს გეგმავს მერია  ორმაისობის დღესასწაულზე. ღონისძიებების პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია.  მას "გვირილობასაც" უწოდებენ. 

ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა  კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. 


Print