ახალი ამბები
გვიშტიბში დევნილებისთის 6 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დევნილებისათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო. 

პროექტის მიხედვით სულ 6 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, სადაც ბინები 420 დევნილ ოჯახზე გადანაწილდება.  

28 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

მგფ - ის ინფორმაციით, პროექტი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ითვალისწინებს გარე განათების დამონტაჟებას,

ბავშვებისთვის სათამაშო მოედნებისა და ავტოსადგომების მოწყობას. ასვე გაკეთდება პანდუსები და გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

მგფ- ის ცნობითვე საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

დევნილებისათვის კორპუსების მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 
Print