ახალი ამბები
ქუთაისში პორტის მოწყობის იდეის ავტორი გემს აშენებს (ვიდეო)
FaceBook
პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე, გემს აშენებს.
გემი, რომელსაც "არგო" ერქმევა, ხისგან გაკეთდება და 20 ადამიანზე იქნება გათვლილი.

ყოფილი დეპუტატი გემის მდინარე რიონში გაშვებას აპირებს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო"  მდგრადი და უსაფრთხო იქნება.  თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.

უკვე მზადაა გემის მაკეტიც. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას ყოფილი დეპუტატი სპონსორებითა და შემოწირულობებით აგროვებს.

იდეის ავტორი ამბობს, რომ გემი ფოთში აიწყობა, ინჟინრების მიერ. სამუშაოები 2019 მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ომარ ნიშნიანიძის გეგმის მიხედვით, 2 ივნისს, გემი ფოთიდან გამოემგზავრება, რომელსაც თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი "არგოს" კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.



თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, "არგოს" მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა. 



Print