ახალი ამბები
"შეაჩერეთ სიკვდილიანობის ზრდა" - გოგი წულაია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებ.
მისი თქმით, განსაკუთრებით, გაზრდილია ინსულტით, ონკოლოგიური დაავადებებითა და ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რიცხვი.

"შეაჩერეთ სიკვდილიანობის ზრდა. კატასტროფაა როცა საავადმყოფოების ზრდის პარალელურად იზრდება სიკვდილიანობა. ჯანდაცვის სამინისტრო გადააქციეს უდიდეს ბიზნესად. გაიხედავ შენდება საავადმყოფო, იხსნება აფთიაქები. ნორმალურ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი უკვე გადამდგარი იქნებოდა. რატომაა ჭიათურაში, ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადებები გაზრდილი. რატომაა ავტოქარხნის ბოლოში გაზრდილი. თუკი ვერ შეამცირებენ შეაჩერონ მაინც ეს მაჩვენებელი", - განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში" გოგი წულაიამ.

მან მთავრობას კომისიის დაუყოვნებლივ შექმნა და გაზრდილი ონკოლოგიური დაავადებების ზრდის შესწავლისკენ მოუწოდა.
Print