ახალი ამბები
საქართველოს ჩემპიონატი მოკრივეთა შორის ზესტაფონში ჩატარდება
FaceBook
ზესტაფონი კრივში საქართველოს პირველობას უმასპინძლებს 
კრივის ტურნირი მოსწავლეებს შორის 4 აპრილს გაიხსნება.

სპორტულ ღონისძიებაში, ქვეყნის მასშტაბით 30 - ზე მეტი მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. ზესტაფონის სახელით კი ტურნირზე შვიდი მოკრივე:
გოგიტა ჩუბინიძე, აკაკი ფერაძე, დათა სვანიძე, შოთიკო ძაბირაძე, გიორგი შველიძე, ლუკა თაბუკაშვილი და ტატო შარიქაძე იასპარეზებენ.

ჩემპიონატში გამარჯვებული მოკრივეებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

" საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის რომ ზესტაფონში ტარდება,  მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და ამავე დროს, კრივის,
როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება,"- ამბობს ტურნირტის ორგანიზატორი გოგა გოგოლაძე.

ტურნირი ზესტაფონის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

Print