ახალი ამბები
იმერეთის სოციალურმა მუშაკებმა მუშაობა განაახლეს
FaceBook
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკებმა ერთკვირიანი გაფიცვა შეწყვიტეს.

იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის, მზევინარ ღაჭავას ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროსთან მიღწეულ შეთანხმებებს შორისაა სოციალური მუშაკის სამუშაო განტვირთვა ტექნიკური საქმიანობისგან და იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრისთვის 2 სამუშაო მანქანების დამატება.

"სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში სოციალურ მუშაკებს აგზავნიდნენ ხელის მოსაწერად დასკვნაზე და ესეც შეჩერდება. რაც შეეხება ხელფასის მომატებას, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრი გვყავს დაბარებული პარლამენტში და ამის შესახებ გვაცნობებს ", - ამბობს მზევინარ ღაჭავა.

სოციალური მუშაკები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მიმდინარე წლის 25 მარტიდან, გაიფიცნენ.

ისინი ღირსეული შრომის პირობების შექმნას ითხოვდნენ.

Print