ახალი ამბები
ბაბუშარას სამარხიდან მიცვალებულების ცხედრები იმერეთში გადმოასვენეს
FaceBook
პანაშვიდი ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში გადაუხადა.

დღეს ბაბუშარას სამარხიდან იდენტიფიცირებული 12 ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს. აქედან 2 მათგანი იმერეთში გადმოასვენეს. ერთ–ერთ გარდაცვლილს, ემზარ თუთისანს, პანაშვიდი ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში გადაუხადა. ემზარ თუთისანის დაკრძალვის ცერემონიას ქუთაისში თავდაცვისა და დევნილთა მინისტრების მოადგილეები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ასევე, სამხედრო პატივით დაკრძალეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში ამირან გეგეშიძე.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი – აჩადარაში ბრძოლების დროს.
Print