ახალი ამბები
2 აპრილიდან რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook

2 აპრილიდან რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს დაამონტაჟებს.

ადგილზე ქუთაისის მერი, ვიცე მერებთან და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

"ხვალიდან რუსთაველის ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია. პარალელურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოწყობა. გზის სრული რეაბილიტაცია რუსთაველის ხიდიდან, კიკვიძის ძეგლამდე მოხდება"- განმარტა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს. გზის საფარის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

 

Print