ახალი ამბები
ქუთაისში დედაენის ძეგლი დაზიანდა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დედაენის ძეგლი დაზიანებულია.

ქუთაისის მერიაში განმარატვენ, რომ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადასცეს და ძეგლის დაზიანებული ნაწილი რამდენიმე დღეში აღდგება. მათივე განმარტებით, დედაენის ძეგლის ამორტიზების მიზეზი ქარიანი ამინდი გახდა.

"აქამდე შეკეთება არ დასჭირვებია, მხოლოდ ვღებავდით და განათებებს ვამონტაჟებდით. დაზიანებული ძეგლი რამდენიმე დღეში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს", –  განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

დედაენის ძეგლს რეაბილიტაცია 2014 წელს ჩაუტარდა. 

ტენდერში გამარჯვებულმა ინდ.მეწარმე ლაშა გუგუნავამ ძეგლი 25 925 ლარის სანაცვლოდ აღადგინა.

ავტორი: ლილე  ბერაძე, თიკო ჩაკვეტაძე


Print