ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-5 აპრილს დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში წვიმები შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, პირველი აპრილის დღის მეორე ნახევრიდან  4 აპრილის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ნოტიო მასების გავრცელება.
"ამიტომ, ჰაერის ტეპერატურა დაიკლებს და განსაკუთრებით 2-3 აპრილს მოსალოდნელია დაბლობ რაიონებში 1-6 0, მთებში 2-7 და მაღალმთიან რაიონებში -1, +4 0 სითბო", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მათივე ცნობით, მთიან რაიონებში ზოგან ღამის საათებში მოთოვს. ხუთი აპრილიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 

Print