ახალი ამბები
ქუთაისში, ბაზრობაზე სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე დასაქმებულები დახლებზე სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებენ.

მეორადი ტანსაცმელების ვაჭრობაზე დასაქმებულების თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ ისინი გააფრთხილა, რომ სალარო აპარატები პირველი აპრილიდან დაედგათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრის შესასვლელ კარს დაუკეტავდნენ.

"დღეს, დილით, რომ მივედით სამუშაოდ, მართლა დაკეტილი დაგვხდა კარები. როგორ შეიძლება აქ იყოს საკასო აპარატი. ელემენტარული შუქი არ გვაქვს, რომ ყავა მოვიდუღოთ, წყალი არ გვაქვს, არანაირი გათბობა, საჰაერო არ გვაქვს, სწორედ ამის გამო არ გვინდა და ვაპროტესტებთ",- ამბობს ლია გიორგაძე.

მოვაჭრეების პროტესტს შეურთდა პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის ორგანიზაცია. გოგი წულაიას თქმით, დასაქმებულების მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში გზას გადაკეტავენ.

აქციის მონაწილეებს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. ლადო კვირიკაშვილის თქმით, შემოსასვლელს არ ჩაკეტავენ და მოვაჭრეებს მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს.

"ადმინისტრაციის სურვილი არის, რომ რაღაც შუალედური მოიძებნოს რომ ამ ადამიანებმა იმუშაობს. რთულია 200-მა ადამიანმა ყველამ დაიდგას საკასო აპარატი. რაღაცას დაგვპირდნენ რომ შეიცვლებაო. რაც მთავარია მათი დაჯარიმება არ მოხდება. მეტს ვერაფერს ვერ გეუბნებით", - ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

Print