ახალი ამბები
1 აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდა
FaceBook

საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე.


საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი, საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, სასტუმროების სექტორი და სხვა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა 2019 − 2023 წლებში ყოველწლიურად 20 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

Print