ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ქუთაისში ორ უბანს დენის მიწოდება შეუწყდა
FaceBook
ძლიერიმა ქარმა ქუთაისში ორ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ქუთაისის სერვის ცენტრში სამი ფიდერია გათიშული. ორი მათგანი დენით ბუხაიძის ქუჩას და ერთი ჭომის უბანს ამარაგებს. კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორივე მიმართულებით მათი თანამშრომლები გასულები არიან და ძაბვა რამდენიმე საათში აღდგება.

"შეიძლება ძლიერი ქარის გამო ინდივიდუალური წყევტებიც აქვს მოსახლეობას, მაგრამ შეტყობინება როცა შემოვა ცხელ ხაზზე, რეაგირება მაშინვე იქნება", - ამბობს თეონა გეგუჩაძე.

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ასათიანის ქუჩაზე დავით და კონსტანტინეს 11 ნომერთან და ასევე, ავტომშენებლის ქუჩის 33 ნომერთან ხეებიც მოგლიჯა. ქალაქში ძლიერი ქარი 31 მარტის ღამის საათებიდან დაიწყო.
Print