ახალი ამბები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე წყალტუბოში აღნიშნეს
FaceBook
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღინიშნა წყალტუბოში.
,,ზვიად გამსახურდია -ეროვნული გმირი""-ამ თემაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კონფერცია გაიმართა.კონფერნციის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ წყალტუბოს ახალგაზრდული პარლამენტისა და საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.პარალელურად გაიხსნა ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა.მუზეუმის მეცნიერ თანშრომლებმა წარმოადგინეს თემები ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოიკიდებლობის აქტი, კონსტანტინესა და ზვიადის წყალტუბოში სტუმრობის ფოტომასალა და ზვიად გამსახურდიას წიგნები და ლექსები.


31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა.

რაც შეეხება ხიბულას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქალაქ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში არსებულ მემორიალურ სახლს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მასში მოეწყობა მუზეუმი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


Print