ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის
FaceBook
ქუთაისის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის. VOLKSWAGEN PASSAT, HYUNDAI, OPEL ASTRA, AUDI  და FORD FOCUS -ის მარკის 7 ავტომანქანა აუქციონზე ჯამში 20 700 ლარადაა შეფასებული.

ავტომანქანები მერიის კეთილმოწყობის, ეკონომიკის, საბინაო და ზედამხედველობის სამსახურების ბალანსზე ირიცხებოდა.

მანქანების უმრავლესობა ვიზუალურად კარგ მდგომარეობაშია, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დიდი ხანია არც ერთ მათგანს არ უმუშავია, ხოლო შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მერიამ მათი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.






აუქციონზე გატანილი ავტომანქანების ნაწილი 2005, 2006, 2007 წლებშია შეძენილი.

მათ შორის, ვერცხლისფერი VOLKSWAGEN -ი, რომელსაც მერია 4000 ლარად ყიდის, 19 989 ლარადაა შეძენილი. 

2006 წელს გამოშვებულ  HYUNDAI ACCENT -ში კი, რომელიც ახლა აუქციონზე 5 5000 ლარი ღირს, მერიას იმაზე მეტი აქვს გადახდილი, ვიდრე  აუქციონზე გატანილი შვიდივე ავტომანქანა ერთად ღირს. ლურჯი ფერის HYUNDAI -ს შესაძენად მერიამ 22 050 ლარი დახარჯა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ავტომანქანების გაყიდვის მიუხედავად, ავტოპარკის განახლებას არ აპირებენ.


Print