ახალი ამბები
ხონის ფსიქიატრიულის პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოათავეს
FaceBook
ხონის ფსიქიატრიული თავშესაფრიდან 60 წლის ქალბატონი ავტოქარხნის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადმოიყვანეს.
პაცინეტი ხონის ფსიქიატრიულში დაახლოებით ერთი წლია იმყოფება. ქეთინო ბიგვავა ხონიდან ქუთაისის  საავადმყოფოში 17 მარტს მოათავსეს. პაციენტის დის ნინო ბიგვავა ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ რა მოხდა ფსიქიატრიულში. ის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

ნინო ბიგვავას დის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ გუშინ გაიგო, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ქეთინო ბიგვავა დაეცა და მცირე დაზიანება მიიღო.

მისი თქმით, პაციენტს დაზიანებები და სილურჯე თვალის, ყელის , ყურის, ხელის და ფეხის მიდამოებში აღენიშნება. ბიგვავა დარწმუნებულია, რომ მისი და სასტიკად ნაცემია.

ხონის ფქიქიატრიულ საავადმყოფოში კატეგორიულად უარყოფენ, როგორც მედპერსონალის ასევე, პაციენტების მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

"პაციენტს აღენიშნებოდა ეპილეფია და არსებული დაზიანებები მორგი შეტევის დროს მიიღო, რც ოჯახს დროულად ეცნობა", –  ამბობს ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი, მარიამ გიორგაძე.

ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კატასტროფის სამსახურმა მძიმე მდგომარეობაში სხეულზე სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანა. თუმცა,  რისგან არის მიღებული დაზიანებები, ექიმი ვერ აკონკრეტებს. მისივე ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია.

შსს - ში განმარტავენ, რომ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





Print