ახალი ამბები
ქართულ კულინარიას დოკუმენტური ფილმი მიეძღვნება
FaceBook
მსოფლიოში ცნობილი მზარეულების საერთაშორისო ქსელი „Cook Concern“ ქართულ კულინარიაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.
„Cook Concern“ დოკუმენტურ ფილმებს სერიალებად მსოფლიოს ირგვლივ  იღებს,  სადაც ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა.

დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია.

ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულები.

გადამღები ჯგუფის წევრებმა გადაღების დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, სადაც ქვეყნის კულინარიასა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცვნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ატმინისტრაციის ინფორმაციით,  ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ.

„Cook Concern“-ს საქართველოში კომპანია Kartveli Tours“-მასპინძლობს.







Print