ახალი ამბები
„თურმე, ჭაობის დაშრობა არ იგეგმება და სტუდენტებს ბაყაყებთან ერთად მოუწევთ სწავლა“ - გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ჯერარაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის, თემურ მურღულიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.
სოციალური ქსელის პირად გვერდზე მურღულია წერს, რომ უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ჭაობის დაშრობა არ იგეგემება, რადგან ჭარბტენიანი ტერიტორა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვან კლიმატს ქმნის.

"ბევრმა არ იცის, რომ ბუნებრივი ჭაობები, იგივე ჭარბტენიანი ტერიტორიები, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ფრიად მნიშნელოვანი ფემომენია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების შედეგად, ეს ხელოვნური ჭაობიც დაშრება და ის, უფრო დიდიც, რომელიც პოლიტიკურ ბაყაყებს ამრავლებს," - წერს მურღულია ფეისბუკის პირად გვერდზე.

შუშანია მიიჩნევს, რომ ფონდი "ქართუ" მოსახლოებას ატყუებს, რადგან სინამდვილეში იქ დაპირებული უნივერსიტეტი არ აშენდება და არც 60 000 სტუდენტი ისწავლის. მისი თქმით, უნივერსიტეტის პროექტს არათუ მოსახლეობა, არამედ, ქალაქის მერიც არ იცნობს.

"ბატონმა მურღულიამ საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება, რომ თურმე, "ქართუ" არ აპირებს ჭაობის ამოშრობას და ის ეკოლოგიისთვის იქნება ძალიან კარგი. თუ აქამდე ვხუმრობდით, რომ ბაყაყები ისწავლიან ამ უნივერსიტეტშითქვა, რეალურად აღმოჩნდა რომ სტუდენტებს მართლაც ბაყაყებთან ერთად მოუწევთ სწავლის დაწყება. არავითარი დაპირებული უნივერსიტეტი იქ არ აშენდება. 2020 წლისთვის ფასადურად ააშენებენ ერთ შენობას და საარჩევნოდ ისევ მოატყუებენ მოსახლეობას. მერიაში პროექტიც კი არ არსებობს და ქალაქის მერმაც კი არ იცის რა უნდა გაეკთდეს იქ",-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, ტყუილია ის დაპირებაც, რომ უნივერისტეტში 60 000 სტუდენტი ისწავლის და სინამდვილეში ეს ციფრი 300-ს არ გასცდება.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კამათის მიზეზი 27 მარტის საკრებულოს სხდომაზეც გახდა. ოპოზიციამ უნივერისტეტისთვის სპორტული მოედნის გადაცემა გააპროტესტა. როგორც ირკვევა, ააიპ "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსმა" უნივერსიტეტისთვის ბეტონის ქარხნის მშენებლობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე დაიწყო, რომელსაც სპორტული მოედნის სტატუსი ჰქონდა. ქუთაისის მერიამ კი უნივერსიტეტის დაჯარიმების ნაცვლად, მოედანს სტატუსი მოუხსნა და "საუნივერსიტეტო კომპლექსს" 8090 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის  60 000 სტუდენტზე  გათვლილი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
.
Print