ახალი ამბები
სკოლების სარეაბილიტაციოდ მერიამ 1 მილიონი ლარი მიიღო
FaceBook
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკეთ მოსაწყობად ქალაქის მერიას რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მილიონი ლარი გადაერიცხა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი სკოლები მოხვდებიან სარეაბილიტაციო ნუსხაში და რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან ისინი.

მერიაში განმარტავენ, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც  სარეაბილიტაციო სკოლებს შეარჩევს, რომელიც  ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ქუთასში სულ 38 საჯარო სკოლაა, რომელთა ნაწილი უკვე რაებილიტირებულია.

ავტორი
: ლილე ბერიძე




Print