ახალი ამბები
„გადაყარეთ წყალში ასი ათასობით ლარი“ - ქალაქის მერის და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დაპირისპირება (ვიდეო)
FaceBook
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ ქალაქის მერს თეთრ ხიდზე ხარვეზებით შესრულებული  სამუშაოები შეახსენა. მისი თქმით, ხიდი იჟანგება, მერია კი კომპანიას დახარჯული ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს.

"ლაქი არაა წასმულიო და ეს გგონიათ პრობლემა. იჟანგება ხიდი. გადაყარეთ წყალში ასი ათასობით ლარი. დღეს სასამართლოში გაქვთ საქმე და ეხვეწებით კომპანიას დამიბრუნეთ უკან ფულიო",- განაცხადა შუშანიამ.

ხიდის თემამ მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. გიორგი ჭიღვარიამ გიგა შუშანიას პოლიტიკური წარსული შეახსენა, როცა მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ადამიანებს ფულს უკანონოდ ართმევდა.

"როგორ უყურებთ იმ ხალხს თვალებში, ვისაც იბარებდით და ჯიბეებიდან ფულს ართმევდით?!"- მიმართა ქალაქის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატს.



ქალაქის მერი დღეს ერთადერთი არ იყო, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დაუპირისპირდა. გიგა შუშანიამ ხელისუფლება ახლადშექმნილი არქიტექტურის ააიპისთვის 210 000 ლარიანი ბიუჯეტის დამტკიცებისთვის გააკრიტიკა, რასაც მასსა და უმრავლესობის დეპუტატს, ალეკო ახალაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

Print