ახალი ამბები
"თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკოსი" – დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და კობა ნარჩემაშვილის ბიუროს უფროსი, დეპუტატი ალეკო ახალაძე, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ალეკო ახალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს მატყუარა პოლიტიკოსი უწოდა.

"თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკოსი. ახლა გახვალთ გარეთ, სადაც წინასწარ გყავთ ხალხი დარიგებული და გააკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს და ეს გგონიათ პოლიტიკა "-უთხრა შუშანიას ალეკო ახალაძემ.



მან გიგა შუშანიას ასევე შეახსენა სატელევიზიო დებატებში მიწვევა, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა.

"მე  პოლიტიკოსებს ვხვდები დებატებში და არა მათ ახლობლებს",-განაცხადა შუშანიამ. ახლობლებში დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილი იგულისხმა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში ქალაქის მერიც ჩაერთო. გიორგი ჭიღვარიამ გიგა შუშანიას პოლიტიკური წარსული შეახსენა.

საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მერიაში ახლადშექმნილი არქიტექტურის ააიპისთვის 210 000 არის გამოყოფას მოჰყვა. შუშანიას თქმით, ეს ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის აქტივისტებზეა გათვლილი.

Print