ახალი ამბები
"ნამუსი, რომ გქონდეთ დიდი ხნის დაწერილი გექნებოდათ განცხადება გადადგომაზე" – გიგა შუშანია ქუთაისის მერს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო.  დაპირისპირება ქუთაისის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2018 წლის 26 დეკმბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გიგა შუშანიას კომენტარს მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თქმით, ეს ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს.

"ქუთაისის მოსახლეობას უწევს ბიოროკრატების შენახვა. მერიამ გადაწყვიტა 100 000 ლარი ქუთაისლების ჯიბიდან ჯარიმების და სანქციების მეშვეობით ამოიღოს, რათა ამ თანხით ჩინოვნიკები შეინახოს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციონერ  დეპუტატს ქალაქის მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, გიგა შუშანია მისი წარსულიდან გამომდინარე მიჩვეულია სხვის ჯიბეებში ქექვას, რასაც "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის" პროტესტი მოჰყვა.

,,ნამუსი რომ გქონდეთ დიდი ხნის დაწერილი გექნებოდათ განცხადება გადადგომის თაობაზე, ერთად გავიდეთ ,,თეთრ ხიდზე" და ვნახოთ თქვნი სამარცხვინო მუშაობის შედეგი" - მიმართა გიგა შუშანიამ გიორგი ჭიღვარიას.


ავტორი: ლილე ბერიძე


Print