ახალი ამბები
ქუთაისის მერია მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყლის შესახებ აფრთხილებს
FaceBook
ქუთაისის მერია მოსახლეობას წყაროს წყლის დალევისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს.
თვითმმართველობა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე არსებული წყაროს წყალის დაბინძურების შესახებ ინფორმაციას თავად წყაროზე აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დროებით, წყალის სასმელად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
განცხადების თაობაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის სასმელად არავარგისიანობის შესახებ თვითმმართველობას სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიმართა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის თქმით, სწორედ ამ უწყების მიერ მოხდა წყაროს წყლის ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმება.
"მოგვმართეს, რომ წყალი იყო სასმელად უვარგისი, რისი მიზეზიცაა დაბინძურებული აუზი, სადაც გროვდება წყალი. ჩვენს მიერ მოხდა შემოწმება აღნიშნული აუზის, რომლის მდებარეობა ისეთია, რომ მის გასაწმენდად ალპინისტების დახმარება დაგვჭირდება. უახლოეს დღეებში მოხდება წყაროს წყლის აუზის გაწმენდა," - აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.
დეა მანაგაძე

Print