ახალი ამბები
გაფიცვის მესამე დღე - იმერეთის სოციალური მუშაკები უფლებების დაცვას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია გრძელდება.
ამ წუთებში გაფიცულები სოციალური მომსახურების იმერეთის სააგენტოს შენობის წინ არიან შეკრებილი. სოციალური მუშაკები კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მატებას, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების,  სახლხო დამცველის წარმომადგენლები და ასევე ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები დღეს საკუთარ მოთხოვნებს ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას გააცნობენ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.

გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქუთაისის გარდა სოციალური მუშაკები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიფიცნენ.

Print